მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხის მერია "განახლებული რეგიონების" ფარგლებში არ გვეთანამშრომლება - მგფ-ის დირექტორი

644287bb3ce85
გიგა ბენია
21.04.23 17:14
1435
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის, დავით ტაბიძის განცხადებით, ფონდს "განახლებული რეგიონების" ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანამშრომლება.

რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ დავით ტაბიძეს ჰკითხა, „განახლებული რეგიონის" პროგრამაში წალენჯიხა ჩართული რატომ არ არის და აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს ფინანსებზე წვდომის პრობლემა.

ფონდის დირექტორმა აღნიშნა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან 12 კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ნაწილზე ტენდერები შეწყდა, ნაწილზე კი არც გამოცხადებულა. როგორც დავით ტაბიძემ განაცხადა, ტენდერების შეწყვეტის მიზეზს წალენჯიხის მერია არ განმარტავს.

„შევეცადეთ, ყველას მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა ყოფილიყო. სამწუხაროდ, წალენჯიხა არის ის ადგილი, სადაც ჩავედით თუ დავრეკეთ, არაფერი გამოვიდა. თანამშრომლობა გვინდოდა და არ გამოგვივიდა. შემთხვევა გვქონდა, როცა მერი ადგილზე საერთოდ არ დაგვხვდა. 12 კონტრაქტი გაფორმდა, თანხა გადაცემული გვაქვს. 12 კონტრაქტიდან 3 ისე შეწყდა, რომ ინფორმაციას არ ვფლობთ რატომ შეწყდა, მიზეზი რა იყო. დღეის მდგომარეობით, 1 ტენდერი უნდა გამოცხადდეს, თუმცა ვერ მივიღეთ ინფორმაცია როდის გამოცხადდება. 2 ხელშეკრულება თითქოს კონტრაქტად იქცა, თუმცა ვადა გვჭირდება როდის დასრულდება, ესეც არ ვიცით",- განაცხადა დავით ტაბიძემ.


BMG წალენჯიხის მერიას დაუკავშირდება. უწყების პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები