მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჩხერის ჩიხურას საფეხბურთო ბაზის რეაბილიტაციისთვის 1.3 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

საჩხერის ჩიხურა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1,261,125 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანია აისინქთან, რაც საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურას ბაზის განახლებას მოიცავს. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.

პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები