მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურთაზ კიკორია ვასილ ხოდელს მადლობას უხდის

6259abb41e0b9
თამთა ჯიჯავაძე
15.04.22 21:20
3211
"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის პოზიციას ვასილ ხოდელი ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Bm.ge-ს ბანკიდან მიაწოდეს.

მმართველ გუნდში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, 2022 წლის 1 მაისიდან ხოდელი დატოვებს გენერალური დირექტორის პოზიციას და მას დაიკავებს ბექა გოგიჩაიშვილი.

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მურთაზ კიკორია მადლობას უხდის ვასილ ხოდელს ბანკის წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის.

"ვასილ ხოდელის მმართველობის განმავლობაში, რომელსაც პანდემიის ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. 2019 წლიდან დღემდე შესრულდა მრავალი ამოცანა, რომელიც ბანკმა დაისახა მიზნად: ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მენეჯმენტის გუნდის ფორმირება, საკრედიტო პორტფელისა და ზოგადად ბიზნესის დივერსიფიკაცია. ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს სრულ ნდობას ვუცხადებთ დასახული სტრატეგიის აღსრულების პროცესში, ვასილ ხოდელს კი ვუსურვებთ წარმატებას", - განაცხადა მურთაზ კიკორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები