მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს

მუ

ამ წუთებში, პარლამენტისს მიმდებარე ტერიტორიაზე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს.

ორივე რუსთაველის გამზირზე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდნენ.

რამდენიმე წუთის წინ, სამართალდამცველები კლინიკა "ჰელსიკორშიც" მივიდნენ, სადაც პაატა პურჭულაძეა მოთავსებული. ჯერჯერობით, უცნობია, მსოფლიო ბანსაც დააკავებენ თუ - არა.

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან. კომიტეტის წევრები ასევე პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე არიან.

4 ოქტომბრის აქციაზე ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოუწოდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და მხუთავი გაზი გამოიყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები