21 მაისის მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფორმატში მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფორმატში მომზადდა. პროექტი კოლეგებს ლევან დავითაშვილმა წარუდგინა და მისივე უწყების მეირ გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროექტის მიზანი იმ ფინანსური რესურსების მობილიზებაა, რომლებიც ნარჩენების ხელახალი გამოყენების, სეპარირებული შეგროვების, რეციკლირების ან სხვაგვარად დამუშავების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და ეფუძნება პრინციპს „დამბინძურებელი იხდის”. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ხელს უწყობს ნარჩენების სექტორის ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაშ ი სამუშაო ადგილების შექმნას და პირდაპირ კავშირშია როგორც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასთან, ასევე, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან.