მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მწერლები“ - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ახალი სასტუმრო გაიხსნა

5ee86516262e3
BM.GE
16.06.20 10:20
2512
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „მწერლები“ ოფიციალურად გაიხსნა.

20-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ქვეიშხეთში არის განთავსებული, მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის. სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანია.

როგორც bm.ge-ის სააგენტოდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 30 ადამიანი, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია რომ სასტუმრო „მწერლები“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი, 15 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას“, - აცხადებენ სააგენტოში.

გახსნის ღონისძიებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები