“მწვანე ბარათის” გათამაშება იწყება. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
საელჩო დაინტერესებულ პირებს იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს, რაც პროგრამაში მონაწილეობისთვისაა საჭირო:
▪️რეგისტრაცია 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე იწყება;
▪️ რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე;
▪️ რეგისტრაცია იყო და არის უფასო;
▪️ რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov
▪️ თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს;
▪️ რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
▪️ სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
▪️ აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას;
▪️ შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;