მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მწვავე ალერგიული რეაქცია კიდევ ერთ პაციენტს ჰქონდა, თუმცა ახლა კარგად არის - გამყრელიძე

6054a0b103979
ინგა მურუსიძე
19.03.21 17:10
697
27 წლის ახალციხელი ექთნის გარდაცვალების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მეგი ბაქრაძის ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა ერთადერთი არ ყოფილა. როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, "ასტრაზენეკათი" აცრის შემდეგ პირს ერთ-ერთ საავადმყოფოში ასევე გამოუვლინდა გარკვეული რეაქცია და ექიმებმა მიიჩნიეს, რომ ეს იყო ანაფილაქსიური შოკი. თუმცა, გამყრელიძის თქმით, ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის. ამასთან, რაც მთავარია, აცრილი პაციენტი დღეს თავს კარგად გრძნობს.

„ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა მსგავსი შემთხვევა. კერძოდ, კლინიკამ ვაქცინაციის შემდეგ ანამნეზში დაწერა ანაფილაქსიური შოკი, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, იყო თუ არა ეს „ასტრაზენეკას“ გვერდითი მოქმედება. ნამდვილად დაფიქსირდა მწვავე ალერგიული რეაქცია, თუმცა, იყო თუ არა იქ შოკი, ეს დასადასტურებელია. ამჟამად მოქალაქე კარგად არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები