მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - "აია"-ს ახალი სიცოცხლე

BM.GE
21.06.20 12:53
1121
1953 წელს, ქუთაისელი მეწარმე რევაზ დვალიშვილი არ ერიდება არც საბჭოთა ცენზურას, მაშინდელ ნორმებს და ქუთაისში, ნიკეას ქუჩის დასაწყისში, ლუდის საწარმო აწყობს და თავისი ტექნოლოგიით მისი ჩამოსხმასაც იწყებს. საქართველოს ლუდის ინდუსტრიაში და მთლიანად მეწარმოებაც, შეიძლება ითქვას, ახალი, გამორჩეული ეპოქაც დაიწყო. რეზო დვალიშვილმა ლუდს „აია“ უწოდა და აგერ, გარკვეული პაუხებით, მაგრამ თითქმის 70 წელია, ამ სახელითვე შემორჩა შთამომავლობას. „აია“ თავისი გამორჩეული დეკორაციებით, ფერებით, ბრენდირებით და ფორმით მოკლე დროში ჯერ ქუთაისის და შემდეგ მთელი იმერეთის გამორჩეულ ბრენდად ყალიბდება. გაჩნდა სახალხო სლოგანები – არაჩველუბრევი იმერული კილოთი თუ დიალექტით ნათქვამი ფრთოსანი ფრაზები, რომლებიც ბრენდს საქვეყნოდ უკვე პოპულარულს ხდის: „ზაფხულის სიცხე რაია?! როცა გაქვს ლუდი აია?!“, „ნაღდი ლუდი რაია, ნაღდი ლუდია აია!“, „ აია – ძააან კაია“. ცნობილი ქუთაისის მორაგბეთა გუნდიც, რომელიც მაშინდელ საბჭოთა კავშირს გვარიანად აზანზარებდა აიას სახელით ასპარეზობდა. როგორც ამბობენ, მის დასაგემოვნებლად დედაქალაქიდანაც ხშირად დადიოდნენ, ხოლო გერმანელი და ჩეხი სტუმრებისთვის მისი დაგემოვნება აუცილებელიც კი ყოფილა. 70-იან წლებში ბრენდი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მისი „გვირაბს იქით“ ანუ რიკოთზეა საუაბარი გატანა აკრძალეს, მაგრამ სამწუხაროდ შედარებით უფროსი თაობის გამორჩეული ბრენდი ეკონომიკურად დაუძლურებულ 80-იან წლებში წყვეტს არსებობას, ისევე, როგორც სხვა ბევრი რამ იმ ეპოქაში და 90 იან წლებში, როცა საქართველოს ეკონომიკამ მეორე მსოფლიო ომის დონის დანაკლისი მიიღო. 70% დავკარგეთ იმ პერიოდში ჩვენი ეკონომიკისა.

ხოდა, აგერ ჩვენმა ოქროს ხალხმა კომპანია „ზედაზენიდან“ 30 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ქართული ლუდის „აიას“ ისტორიის ახალი ფურცლის შევსებას იწყებს ანდ გნებავთ აგრძელებს ქართული მეწარმეობის ისტორიას, რომელსაც საფუძველი რეზო დვალიშვილმა დაუდო. რა ისტორიას დაწერს „ზედაზენი“ „აიასთან“ ერთად, რა გეგმები აქვთ და რა სიახლეები ბრენდთან დაკავშირებით?
SHOW LESS
 
 
 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები