„თინეთი“ (Tnet) თიბისი ჯგუფის წევრი, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას აერთიანებს. ეს პლატფორმებია: myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.
როგორც Tnet-ის გენერალური დირექტორი „ფორბს კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მათ პლატფორმებს მხოლოდ საქართველოში არ მოიხმარენ. მაგალითისთვის გიორგი ჩუმაშვილს myauto.ge მოჰყავს, რომელიც გაყიდვებით რუსთავის ავტობაზრობასაც უსწრებს.
„ჩვენ დღეს რა პროექტები და პლატფორმებიც გვაქვს, მისი მომხმარებელი არა მარტო ქართული საზოგადოებაა. myauto.ge -ს მაგალითია საინტერესო. საქართველოდან რეექსორტის 20% უკრაინაზე მოდიოდა და 15% ყაზახეთზე. ახლა რომ შევხედოთ ჩვენს ვიზიტორებს, 2 მლნ გვყავს ქართველი მომხმარებლები, პლუს გვყავს უკრაინელი და ყაზახი მომხმარებლები და myauto.ge -ს თვითონ უნიკალურობა ისაა, რომ ბაზრის 92% უჭირავს. უკვე ვიწყებ დადგენას რამდენ ტრანზაქციას აკეთებს MyAuto და პირველადი მონაცემებით ბაზრობაზე დიდი ეფექტი აქვს. აი რუსთავში რა ბაზრობაც არის, იმაზე მეტ ავტომობილს ჰყიდის myauto.ge“,-აცხადებს გიორგი ჩუმაშვილი, Tnet-ის გენერალური დირექტორი.
„თინეთი“ მომხმარებელს 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს პროდუქტებს და მომსახურებას. ესენია: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. მომავალში ეს მიმართულებები სუპერ აპში მოიყრის თავს.