ბინის შეძენა ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, კომპანია Mycorner.ge ცდილობს მათ ეს პროცესი გაუმარტივოს და უმოკლეს დროში თითოეულ ადამიანს საოცნებო სახლი აპოვნინოს, თუმცა კომპანიას უფრო შორს მიმავალი გეგმებიც აქვს. როგორც „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, თამუნა წოწორიამ განაცხადა, Mycorner.ge ორ თვეში კომერციული უძრავი ქონების მიმართულებითაც დაიწყებენ მუშაობას.
„ჩვენ მომხმარებლებს არამხოლოდ ბინის შერჩევაში ვეხმარებით, არამედ მის რეალიზაციას, იურიდიულ კონსულტაციასა და შეფასებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უზრუნველვყოფთ. ხოლო უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობას მომხმარებელთა დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ვიწყებთ“, - აღნიშნა თამუნა წოწორიამ.
მისივე თქმით, მომხმარებლის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა პატარა ბინებზეა, რომლებიც თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს: საბურთალო, ვაკე, ძველი თბილისი. ძველი თბილისი განსაკუთრებულად იზიდავს უცხოელებს, ხოლო საცხოვრებლად და საინვესტიციოდ პირველ ადგილზე საბურთალოა.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელზეც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. კომპანია ნერგავს ახალ მეთოდებს, რათა დაამსხვრიოს კომუნიკაციასთან, გაყიდვებსა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ყველა ბარიერი. მჯერა, რომ სწორი კომუნიკაცია, თავდაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარული წარმატების საწინდარია. წარმატება კი არა მდგომარეობა, არამედ უწყვეტი და სასიამოვნო პროცესია", - განაცხადა თამუნა წოწორიამ.
Mycorner.ge-ს დაფარვის ზონა თბილისია, რომელიც 10 ადამიანს აერთიანებს გუნდში. კომპანია 18 თვეა რაც ბაზარზე ოპერირებს. მათ ამ დრომდე 250-მდე წარმატებულ პროექტი განახორციელეს.