მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია  - მაგთიკომმა 3650 მეტრზე 5G ქსელი გაუშვა

მაგთი
11.06.26 15:42
342

საქართველოში პირველად, ზღვის დონიდან 3650 მეტრზე, მაგთიკომმა 5G ქსელი გაუშვა.

მეტეო სადგური საბაზო ბანაკი და ბოლო გაჩერებაა მყინვარწვერამდე, სადაც ალპინისტები და მოყვარულები აკლიმატიზაციას გადიან, ძალას იკრებენ და ბუნების სიმკაცრეს ეჩვევიან. აქ, სადაც ჟანგბადიც კი იკლებს, უკვე მაგთის 5G მუშაობს.

მაგთიკომის ამ პროექტით, საქართველო 5G ქსელის ყველაზე მაღალ წერტილზე ხელმისაწვდომობის მიხედვით, რეგიონში პირველ ადგილს იკავებს, ევროპაში ხუთეულში შედის, მსოფლიოში კი - ათეულში.

მეტეო სადგურზე კავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხოების და ბიზნესშესაძლებლობების განვითარების მხრივაც.

ამ სიმაღლეზე 5G ტექნოლოგიის ამუშავებით, მაგთიკომმა შესაძლებელი გახადა:

  • საგანგებო სიტუაციების დროს, ოპერატიული ონლაინ კოორდინაცია;
  • ალპინისტებისა და ექსპედიციების უსაფრთხო კომუნიკაცია;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • ამინდის მონიტორინგისა თუ სხვა მონაცემების მყისიერი გადაცემა;
  • ვიდეო ზარების რეალურ დროში განხორციელება.

ეს მაგთიკომის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია, რომელიც საქართველოს იმ მაღალტექნოლოგიური ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც სიმაღლისა თუ რთული რელიეფის მიუხედავად, ციფრული ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები