მზად არის თუ არა საქართველო ენერგოეფექტიანობის კანონის მისაღებად?სექტორი კადრების დეფიციტზე საუბრობს
BM.GE
07.11.22 00:00
• 482
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა მშენებლობის ნებართვის გამცემ რგოლში პანდემიის გამო შესაბამისი კადრების მომზადება ვერ მოესწრო და ცვლილებების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა. ბოლო რედაქციით, კერძო და საჯარო სექტორისთვის შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის ამოქმედების ვადად 2023 წლის 30 ივნისია განსაზღვრული. მზად არის თუ არა კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები - ეკონომიკისა და განათლების სამინისტროები შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების დროული მიღებისა და სათანადო კადრების მობილიზებაზე?