მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზად ხართ ციფრული ტრანსფორმაციისთვის? - საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით, 24 მარტს ტრენინგი იმართება

logo
BM. GE
20.03.25 19:32
108

24 მარტს, საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით იმაართება ინტერაქტიული და პრაქტიკული ტრენინგი თემაზე - "პერსონალურ მონაცემთა დაცვა, კიბერუსაფრთხოება, მოწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება“, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი ფინანსური, სამშენებლო და აგრარული სექტორებისთვის.

ციფრული ეპოქა ახალ შესაძლებლობებთან ერთად ახალ საფრთხეებსაც ქმნის. კიბერუსაფრთხოება ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხი კი არა, არამედ ბიზნესის გადარჩენის და წარმატების წინაპირობაა.

გლობალური ბაზრებისთვის მზადება იწყება კიბერმდგრადობით – იცით თუ არა, რამდენად დაცულია თქვენი მონაცემები, მიწოდების ჯაჭვი და ოპერაციული პროცესები?

სწორედ ამიტომ, დროა, იმოქმედოთ!

რა გელოდებათ?

ქართული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ICT კლასტერი და GITAC ატარებს პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო და საფინანსო სექტორების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.

ციფრული ეკოსისტემის სწრაფი განვითარება ბიზნესის გაციფრულების აუცილებლობას წარმოშობს. თუმცა, ამასთანავე, ზრდის კიბერუსაფრთხოების რისკებსაც. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ბიზნესის ოპერაციული მოდელის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს მის კიბერმდგრადობას და კონკურენტუნარიანობის ზრდას ევროკავშირის ბაზარზე.

აღნიშნულ ვორქშოპზე ბიზნესს მიეწოდება კიბერუსაფრთხოების, პრივატულობის და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკები.მონაწილეები უფრო მეტს შეიტყობენ მათ ორგანიზაციებზე მიმართულ საფრთხეებზე და მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რათა უზრუნველყონ ეფექტური ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელება. თეორიულ მასალებთან ერთად, მონაწილეებს ექნებათ წვდომა Immersive-ის უახლეს პლატფორმაზე, სადაც გაივლიან სიმულაციურ სავარჯიშოს (კიმბერდრილს) და გააცნობიერებენ, რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს კიბერკრიზისი და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ ორგანიზაციებზე. საქართველოს ICT კლასტერის ინიციატივა ასევე დაეხმარება სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს ICT კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ინოვაციებსა და სექტორის განვითარებას.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

სამშენებლო, ფინანსური (ფინტექი) და აგრარული სექტორის მენეჯერებისთვის, ვისაც სურს გლობალური სტანდარტების შესაბამისი დაცული და კონკურენტუნარიანი ბიზნესი

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 24 მარტი, 2025
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
ფორმატი: ფიზიკური
არ გამოტოვოთ! რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 მარტი, 2025.
დარეგისტრირდი აქ: https://shorturl.at/UVKpk

ადგილები შეზღუდულია! რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 22 მარტს მიიღებთ მოსაწვევს დეტალური დღის წესრიგით.

ღონისძიება იმართება Horizon Europe-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "საქართველოს, ესტონეთსა და პორტუგალიას შორის ურთიერთდაკავშირებული და ინკლუზიური ეკოსისტემები" ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები