მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზად ვარ, წალენჯიხაში ფონდ ,,იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია დავაფუძნო - ბურჭულაძე

618432252f7a3
BM.GE
04.11.21 23:17
736
ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ უერთდება "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და ფონდ "იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაციის გახნას წალენჯიხაში გეგმავს. 

ამის შესახებ ბურჭულაძემ Facebook-ზე დაწერა: 

"ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ "იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობამოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება." 

ცნობისთვის, გუშინ, 3 ნოემბერს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში აპირებს ბიზნესის გადატანას. „მე გადმოვსახელდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას და დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები