მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზად ვარ, ბევრი ადამიანი მოვიზიდო საქართველოში" - Vivaah Weddings-ის დამფუძნებელი

..

თბილისში მიმდინარე ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მნიშვნელობაზე Vivaah Weddings-ის დამფუძნებელი, არუნ ბაბლანი საუბრობს. ქორწილების საორგანიზაციო კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოში, საქორწინო ტურიზმის ფარგლებში, ბევრი ტურისტის მოზიდვაა შესაძლებელი.

„ჩვენ მთელ მსოფლიოში მაღალი დონის ქორწილების ორგანიზატორები ვართ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი, რომელიც ძალიან ლამაზი და ისტორიულია. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კარგი საშუალებაა თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ახალი პარტნიორები, შეხვდეთ სასტუმროების, უძრავი ქონების მფლობელებს. აქ შეიძლება ძალიან ბევრი კლიენტი აღმოვაჩინო, m&i Forum-ის საშუალებით, მზად ვარ, ბევრი ადამიანი მოვიზიდო საქართველოში“,-ამბობს არუნ ბაბლანი ფორუმის მონაწილე ინდოეთიდან.

ცნობისთვის, m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში, საქართველოს ევროპიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი. 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. ასევე, 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას გამართავს პოტენციურ დამკვეთებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები