მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ, დამატებით 500-დან 1000-მდე ადამიანი დავასაქმოთ - "აჭარა ტექსტილი"

აჭარა ტექსტილი

სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის“ დირექტორის, გია ლომინაძის განცხადებით, კომპანიას დამატებით 500-დან 1000-მდე ადამიანის დასაქმება შეუძლია. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, კადრების დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება.

მისი განმარტებით, კომპანიაში საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია და ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ქვეყნიდან მზარდი ემიგრაციის ფონზე, კვალიფიციური კადრების მოძიება გამოწვევაა.

"მუშახელის პრობლემა საკმაოდ დიდია, უცხოეთში წასვლას ანიჭებენ უპირატესობას. მზად ვართ, რომ დამატებით დაახლოებით 500-დან 1000-მდე ადამიანი დავასაქმოთ. საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია, ხელფასს ყოველწლიურად ვზრდით ინფლაციაზე მეტი რაოდენობით, წელსაც გაიზრდება“, - ამბობს გია ლომინაძე.

მისივე თქმით, კომპანია კადრების დეფიციტთან გამკლავებას ისეთი დანადგარებით გამოყენებით ცდილობს, რომლებიც მუშახელის საჭიროებას ამცირებს.

“აჭარა ტექსტილი” 2008 წელს თურქულმა აჯეკა ჰოლდინგმა დააფუძნა. კომპანია ჯამში 4000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მისი ნაწილია სამკერვალო საწარმო რუსთავში, "ქართლი ტექსტილი", რომლის მშენებლობისთვის 2020 წელს, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხი იყო. “აჭარა ტექსტილი" თანამშრომლობს ისეთ გლობალური ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Adidas და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები