მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ სამართლებრივად დავეხმაროთ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც სამოქალაქო პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლებენ - GLCC Law Firm

სს

მზად ვართ სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინოთ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც დისკრიმინაციულად, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების გამო, სხვადასხვა უკანონო გზებით გაათავისუფლებენ სამსახურიდან - ამის შესახებ ინფორმაციას GLCC Law Firm ავრცელებს.

"მიგვაჩნია, რომ მთავრობის მეთაურის 28 ნოემბრის განცხადება, ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, არის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუთავსებელი, ასევე, იგი წარმოადგენს მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო პროგრამისა და დაპირებების ვექტორის არსებით ცვლილებას, რასაც ლეგიტიმაცია ესაჭიროება საყოველთაო ნების გამოვლენით საარჩევნო ყუთთან.

აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ საჯარო მოხელეების მისამართით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს „სისტემის თვითწმენდისა“ და „რეორგანიზაციების“ თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეების მიერ დღემდე გაკეთებული განცხადებები სრულად შეესაბამება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მთავარ პრინციპებს და ასეთი განცხადებები არ შეიძლება გახდეს მათი გათავისუფლების საფუძველი.

შესაბამისად, მზად ვართ სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინოთ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც დისკრიმინაციულად, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების გამო, სხვადასხვა უკანონო გზებით გაათავისუფლებენ სამსახურიდან", - წერია გავრცელებულ განცხადებაში,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები