საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკომ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბნის გახსნა გადაწყვიტა. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა კი ცესკომ არ დააკმაყოფილა.
ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.
ვინ დაიცავს ემიგრანტების ხმებს და რამდენად მზად არის 60 უბანი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის?
სტუმარი: გიორგი მონიავა - სამართლებრივი ექსპერტი, სამართლიანი არჩევნები