მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზღვეველების ნაწილი ბანკებისთვის სადაზღვევო აქტივების ფლობის შეზღუდვას ითხოვს;

მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების საკითხზე შეხვედრა გაიმართება. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე დააყენებენ, ბანკებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვაა. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ფიქრობს, რომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივითაცაა შესაძლებელი, მათ შორის, ბანკებისთვის სადაზღვევო ბაზარზე მონაწილეობისას დამატებითი შეზღუდვების დაწესებით. ნუცა შუბაშვილი ესაუბრა როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს.