მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია ოფიციალურად გადაეცა

12

"ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებების მიმართულებით, სახაროვის პრემია ოფიციალურად გადაეცა.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისთვის პრემიის გადაცემის ცერემონიალი 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართა და მას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ესწრებოდა. მზია ამაღლობელთან ერთად პრემია გადაეცა ბელარუს ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტის, რომელიც ასევე პატიმრობაშია.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, ორივე ჟურნალისტი სიმამაცისა და ღირებულებების სიმბოლოა და სახაროვის პრემიის გადაცემა ნიშნავს, რომ მათი ბრძოლის ჩახშობის მცდელობა ვერასდროს იქნება წარმატებული. მან ასევე მიმართა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ: "ევროპარლამენტი მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და ჩვენ ამას ვამტკიცებთ ჩვენი რეზოლუციებით, განცხადებებითა და საქმიანობით იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპასთან ისე ახლოს, როგორც ამას საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა მეცოლამ.

სახაროვის პრემია პატიმრობაში მყოფმა ქართველმა ჟურნალისტმა 22 ოქტომბერს მიიღო. აღსანიშნავია, რომ 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი 2-წლიან პატიმრობაში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები