მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის ელექტროსადგურების ინვესტორები ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას ითხოვენ

მზის ელექტროსადგურების ინვესტორები მთავრობისგან ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას ითხოვენ. ბიზნესი აცხადებს, რომ მცირე ზომის მზის სადგურებისთვის რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს და მათთვის მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა გამარტივდეს. კერძო სექტორის ინფორმაციით, ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის პირველ აუქციონში გამარჯვებული კომპანიების უმეტესობას ჯერჯერობით მზის სადგურების მშენებლობა არ დაუწყია, რისი მთავარი მიზეზიც გაჭიანურებული ბიუროკრატიული პროცედურებია. სწორედ ამ ინიციატივის წარდგენას გეგმავს „მზის ენერგიის ასოციაცია“ მომავალ კვირას ეკონომიკის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე. განახლებად ენერგიებთან დაკავშირებული საკითხები კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ აქტუალობას იმ ფონზე იძენს, რომ პარლამენტში უკვე ინიცირებულია ეკონომიკური თავისუფლების აქტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც 2030 წლის ბოლოს განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. რა უშლის ხელს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების, მათ შორის მზის ენერგიის პოტენციალის ათვისებას და რა ინიციატივები აქვს კერძო სექტორს?

სტუმარი: თორნიკე დარჯანია - Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი/ „მზის ენერგიის ასოციაციის“ დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები