მეორე სიმძლავრის აუქციონი ენერგეტიკაში - კერძო სექტორს 13 თებერვლამდე აქვს დრო, ეკონომიკის სამინისტროს განაცხადებით მიმართოს. მეორე სიმძლავრის აუქციონის პროექტების ჯამური სიმძლავრე 800 მეგავატია. მათ შორისაა მარეგულირებელი ჰიდროსადგურების პროექტებიც. კერძოდ, მეორე სიმძლავრის აუქციონზე გამოტანილია 300 მეგავატის სიმძლავრის მარეგულირებელი ჰესები, 125-125 მგვტ-ია ქარისა და მზის ელექტროსადგურები პროექტები, მათ შორის 70 მეგავატი ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) და ამდენივე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები ასევე (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით). სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების სიმძლავრე - 10 მგვტ.-ია. ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით პროექტები სიახლეა CFD სქემაში. აღნიშნულის გათვალისწინება ეკონომიკის სამინისტროს გასული წლის ნოემბერში სთხოვა კერძო სექტორმა. რამდენად დიდია ინტერესი ამ მიმართულებით ბიზნესის მხრიდან?
სტუმარი: თორნიკე დარჯანია - Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი, „მზის ენერგიის ასოციაციის“ დირექტორი;