წელს 7 თვის მონაცემებით, ნეტო აღრიცხვაში სისტემაში 128 496.4 კვტ სიმძლავრის მზის სადგურია ჩართული. სემეკის მონაცემებით, მზის სადგურებით ჯამში 593 მომხმარებელი სარგებლობს (იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები). 128 მეგავატი დადგმული სიმძლავრიდან 102 მეგავატი "ენერგო პრო ჯორჯიას" ქსელშია ჩართული. "თელასის" ქსელში კი დაახლოებით 26 მეგავატის სიმძლავრის სადგურია ინტეგრირებული.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია.




























