მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ/მ-მდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით გამოისყიდა

637f28c229ac3
ინგა მურუსიძე
24.11.22 12:20
1842
მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ მეტრამდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით გამოისყიდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მერის თქმით, კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მზიურის რეაბილიტაცია განხორციელდა.

„ორი წლის წინ მოხდა მზიურის პარკის სრული რეაბილიტაცია-განახლება და ახლა ის ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, რადგან ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი იყო კერძო საკუთრებაში. თუმცა მოლაპარაკებები წარიმართა კერძო მესაკუთრესთან და 18 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწის ფართობი დაუბრუნდა მერიას“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რომელი კონკრეტული ტერიტორია გადაეცა კერძო მესაკუთრეს და ვინ არის კომპანიის მფლობელი, თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლები პრესსამსახურთან გადაამისამართა. ამასთან, კალაძემ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია დედაქალაქის მერიისთვის გამწვანება.

მერის განმარტებითვე, გადაწყვეტილება საბოლოოდ თბილისის საკრებულომ უნდა დაადასტუროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები