მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას ითხოვს

BM.GE
01.02.18 17:16
1083
ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. კერძოდ, პრემიერმინისტრი იყოს ვალდებული წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე, სხდომების პირველივე კვირაში წარადგინოს ანგარიში. დღევანდელი რედაქციით, საქართველოს პრემიერმინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

სტუმარი: რომან გოცირიძე - ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები