თელავში, ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სულ მალე ქალაქს განახლებული სარეკრეაციო ზონა ექნება. ამის შესახებ BM.GE-ს თელავის მუნიციპალურ მერიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ზოგადი ინფრასტრუქტურის გარდა, სრულად განახლდება ამფითეატრი, სადაც ზაფხულში არაერთი ღინისძიებაა დაგეგმილი. შესაბამისად, ზაფხულის სეზონის დაწყებას ნადიკვრის პარკი სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი საბავშვო და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის გათვლილი მოსასვენებელი სივრცეებით შეხვდება.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 10 აპრილისთვისაა დაგეგმილი. ამ დროისთვის, პარკში ახალი საბავშვო ატრაქციონები უკვე დამონტაჟებულია, რომელსაც აპრილის ბოლოს კიდევ 2 ახალი ატრაქციონი შეემატება.
ტერიტორიაზე ზოგადი ინფრასტრუქტურის გარდა, სრულად განახლდა ამფითეატრი, სადაც ზაფხულის პერიოდში არაერთი ღონისძიება იგეგმება. ამფითეატრში განათებების მოწყობა უკვე დასრულებულია და ამჟამად, სკამების მოპირკეთება მიმდინარეობს,"- აცხადებენ თელავის მუნიციპალურ მერიაში.
ინფორმაციისთვის, ნადიკვრის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ბიუჯეტიდან 2 758 521 ლარის ინვესტიცია დაიხარჯება.