მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაგვის ურნების დაცლის სიხშირე გასაზრდელია”-რითეილ ექსპერტი კალაძის კრიტიკას პასუხობს

ურნა

“მინდა მივმართო დიდ სუპერმარკეტებს, რომლებიც არ გვეთანამშრომლებიან, და თავიანთ ნარჩენებს მიზანმიმართულად საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში ათავსებენ…” - თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ სხდომაზე ქუჩების დანაგვიანების პრობლემაზე ისაუბრა და კერძო ბიზნესებს “თბილსერვის ჯგუფთან” ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდა.

როგორც რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე ამბობს, დღეს ყველა მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თბილსერვის ჯგუფთან და დიდი მოცულობის თანხებს იხდის მათ მომსახურებაში.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქალაქში სუპერმარკეტების მხრიდან წარმოქმნილი ნარჩენის მოცულობას და ნარჩენის გატანის სიხშირეს უკავშირდება. მისი განმარტებით, რითეილ ასოციაციას არაერთი შეხვედრა ჰქონდა თბილსერვის ჯგუფთან ნარჩენების გატანის სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე პრობლემა ფაქტია ვერ მოგვარდა. 

“პრობლემა ფაქტია რაც არის და ვფიქრობდით გამოსავლის გზებზეც. პირველი რაც შემიძლია დავადასტურო ასოციაციის წევრებს ყველას აქვს ხელშეკრულება გაფორმებული თბილსერვის ჯგუფთან. მეორე რაც შემიძლია აღვნიშნო თბილსერვის ჯგუფისთვის გადასახდელი ტარიფი არ არის დაბალი და თითოეული ქსელური მარკეტი ძალიან დიდ თანხას იხდის ამ საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვებაში.

რაც შეეხება პრობლემას, რომელიც სოციალურ ქსელში ინდივიდუალურად გადაღებული ფოტოების სახით გავრცელდა და რომელსაც შეფასებები მოჰყვა თბილისის მერიისგან, ბუნებრივია ეს არც ჩვენ არ მოგვწონს, თუმცა ეს არის ინდივიდუალური შემთხვევა , რომელიც დაკავშირებულია ცალკეული მაღაზიის მენეჯმენტთან, რომელიც არ იქცევა ინსტრუქციის შესაბამისად. 

პრობლემა არის ის რომ ეს მუყაოს ყუთები რეალურად არის მოცულობითი, შესაბამისად სწრაფად ხდება ამ ურნების გადავსება. მეორე არის ის რომ სიხშირე რომლითაც იცლება ურნები განსაკუთრებით ისეთ უბნებში, სადაც გადაადგილება საცობიდან გამომდინარე რთულია, იქმნება პრობლემა. ერთი არის მოცულობის, მეორე დაცლის სიხშირის პრობლემა. 

რითეილ ასოციაციის წევრებმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი პოლიტიკა დანერგეს, რომლის მიხედვით პირველი - ყუთები იკეცება და უნდა მოხდეს მათი გადატანა ისეთ დროს, როცა ხდება ურნების დაცლა და შემდეგ შემსუბუქებულიყო ეს პრობლემა. მეორე შეთავაზება იყო რომ გაზრდილიყო ნაგვის ურნების დაცლის სიხშირე, რაც ბუნებრივია ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასთან არის დაკავშირებული. თუმცა ეს ეფექტურად ვერ მოხერხდა,”-ამბობს რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე.