ბრიტანული პოლიტიკის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ, ნაიჯელ ფარაჟმა იმიგრაციის ახალი სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, Reform UK მასობრივი დეპორტაციის კანონს მიიღებს და ქვეყნიდან გაძევებულ იქნება ყველა ის მიგრანტი, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში ნავით უკანონოდ შევა და სახელმწიფო მიწაზე ფეხს დადგამს.
ახალი სტრატეგიის თანახმად, ბრიტანეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც უნდა დატოვოს. ამასთან, ქვეყანა უნდა გამოვიდეს ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან, რომელიც ომს გამოქცეულ დევნილებს ეხება. ფარაჯის გეგმის მიხედვით, ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე 24,000 მიგრანტზე გათვლილი დროებითი მოთავსების იზოლატორებიც უნდა აშენდეს. ასევე უნდა დაინიშნოს ყოველდღიური ფრენები, რათა არცერთი არალეგალი ქვეყანაში აღარ დარჩეს. პოლიტიკოსი თვლის, რომ აღნიშნული პროექტი ბრიტანეთის ბიუჯეტს საშუალოდ $3.1 მილიარდი დაუჯდება.
სიტყვით გამოსვლისას ფარაჯმა განაცხადა, რომ აღნიშნული სტრატეგია ქვეყანაში არსებულ “საგანგებო ვითარებას” პასუხობს. ის აცხადებს, რომ ბრიტანელი ქალებისა და გოგონების უფლებები თავშესაფრის მაძიებლების უფლებებზე ნაკლებადაა დაცული.
ცნობისთვის, 2024 წელს ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში 37,000 მცირე ზომის ნავი შევიდა. მასზე მყოფი მიგრანტებიდან კი მხოლოდ 3%-ის დეპორტაცია განხორციელდა.




























