მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნახევარი მილიონის ნაცვლად ₾48 502 მიუთითეს - კონტრაბანდისთვის 2 პირი დააკავეს

კორ

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს მათ 536 028 ლარის ღირებულების საქონელი 48 502 ლარად დაადეკლარირეს და ამ გზით თურქეთიდან სხვადასხვა სახის პროდუქცია შემოიტანეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ტვირთი, მათ შორის:

  • სუნამოები და ჰიგიენის საშუალებები;
  • ოთახის არომატიზატორები;
  • სანტექნიკის ინვენტარი;
  • ენერგეტიკული სასმელები და ტკბილეული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, მუშაობა გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისა და შესაძლო დამატებითი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები