მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამაი ვაკე — ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც GEFF-ის A კლასის ხარისხი მიენიჭა

ნამაი ვაკე — ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც GEFF-ის A კლასის ხარისხი მიენიჭა
01.03.24 15:25
1598

“ნამაი ვაკე” პირველი საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელსაც EBRD-ის ენერგოეფექტური ინვესტიციების ხელშემწყობი პროგრამის — GEFF-ის ხარისხის დოკუმენტის მიხედვით, A კლასი მიენიჭა.

GEFF-ის ხარისხის დოკუმენტი ითვალისწინებს რიგ პუნქტებს, რომლითაც საცხოვრებელი შენობის ენერგოეფექტურობა ფასდება, ესენია:

  • გარე კედლების თბოგამტარობა, ე.წ. თბოიზოლაცია;
  • კარ-ფანჯრის თბოგამტარობა;
  • საერთო მოხმარების სივრცეების შენახვის პირობები;
  • გათბობა-გაგრილების სისტემის არსებობა;
  • შენობის მიერ განახლებადი ენერგიების გამოყენება;
  • წყლის მოხმარების პრინციპი და რაოდენობა (სარწყავი სისტემები);

ეს EBRD-ის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებია, რომელთა საფუძველზე განისაზღვრება ესა თუ ის პროექტი A კლასის ხარისხს დააკმაყოფილებს თუ B-ს, C-ს და D-ს შემთხვევაში ხარისხის დოკუმენტი საერთოდ არ გაიცემა.

GEFF-ის დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. მწვანე შენობას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 20%-ით ნაკლები ენერგიის მოხმარება, ვიდრე სხვა სტანდარტულ შენობებს, რაც უფრო იზრდება პროცენტულობა — ხარისხიც იმატებს.

ამ მხრივ, ნამაი ვაკე აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის უმაღლესი სტანდარტის ყველა პუნქტს: შენობა მოიხმარს საშუალოდ 100 კილოვატ/საათს ენერგიას კვადრატულ მეტრზე, როცა სხვა სტანდარტული კორპუსი შესაძლოა მოიხმარდეს, 300-400-მდე კილოვატ-საათს წელიწადში.

ყოფით ცხოვრებაში ეს ითარგმნება როგორც: მცხოვრებლებისთვის შემცირებული ყოველთვიური გადასახადი გაზსა და ელექტროენერგიაზე, საერთო სივრცეების შენახვის სრულად დაფარული ხარჯი და ზაფხულში კონდიცირებისა, ზამთარში კი — გათბობის ნაკლები საჭიროება.

ამასთანავე, ნამაი ვაკეს შენობა წელიწადში დაახლოებით 300 ტონამდე CO2-ის არ გამოყოფას უწყობს ხელს, რაც ამ დროისთვის, გარემოს დაცვის მხრივ, საქართველოში საუკეთესო მაჩვენებელია.

სამშენებლო სექტორში საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია იყენებს GEFF-ის საკრედიტო ხაზს, მაგრამ ნამაი იმდენად გამორჩეული იყო მშენებლობის ხარისხითა და გამოყენებული ტექნოლოგიებით, რომ აღმოჩნდა პირველი, ვინც A კლასის ხარისხი მოიპოვა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია საქართველოში, რაც ჩვენ გვინახავს, — აცხადებს GEFF-ის ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელი, გიორგი ზურაშვილი.

GEFF ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის, საკრედიტო ხაზი, რომელიც ეძლევათ ქართულ კომერციულ ბანკებს, რათა მათ განახორციელონ მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება, მწვანე გულისხმობს თავის თავში ენერგოეფექტურობას, რესურსეფექტურობას და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას.

ერთ-ერთი საინტერესო სფერო, რომელსაც ბანკები ირჩევენ, არის სამშენებლო სექტორი, ამ კუთხით, ბანკები ყურადღებას აქცევენ იმ პროექტებს, რომლებიც გამორჩეულები არიან თავისი ენერგოეფექტურობის მაჩვენებლით, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს დაიწყო “ნამაი ვაკეს” ფინანსირება.

GEFF მთელი მშენებლობის მანძილზე პერიოდულ ზედამხედველობას უწევდა კომპლექსს, დასრულების შემდეგ კი, მოხდა დასრულებული სამუშაოების ვერიფიკაცია და შენობას A კლასის ხარისხი ოფიციალურად მიენიჭა.

“ნამაი” ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის "ბალტიის საინვესტიციო ჯგუფის" პირველი პროექტია, რომელიც საქართველოსთვის ქმნის სრულიად ევროპული სტანდარტების მქონე უძრავი ქონების პროექტებს. კომპანია მიზნად ისახავს აამაღლოს ხარისხის სტანდარტი ადგილობრივ ბაზარზე. დღეს BI Group აერთიანებს ქართველ და ლიეტუველ პროფესიონალ არქიტექტორებს, ინჟინრებს, გეოლოგებს, კონსტრუქტორებსა და სხვა სპეციალისტებს. BI Group გლობალური ბრენდის, პრასლასის შვილობილი კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები