მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები ძალიან უწყობს ხელს, რომ დამოკიდებული არ ვიყოთ მეზობელ ქვეყნებზე - კახა კალაძე

კახა კალაძე

"იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია, შევძლოთ მისი ექსპორტზე გატანა, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები ძალიან უწყობს ხელს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. ის პარიზის სააპელაციოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე $400 მილიონის გადახდის აღსრულების შეჩერების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი.

„ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია. რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ, რესურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და მეტიც, შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე, თურქეთში და მისი გავლით ევროპულ ქვეყნებში. საიდან ვიღებთ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს? ერთი, გამოვიმუშავებთ ჩვენ თვითონ, ასევე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შემოგვაქვს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია, შევძლოთ მისი ექსპორტზე გატანა, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები ძალიან უწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ხშირად კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა, რის გამოც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ.

„ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია. ისიც კარგად ვიცით, ვის ინტერესში შედის, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე. ენერგეტიკის მინისტრი რომ ვიყავი არასამთავრობო სექტორი ხშირად აპროტესტებდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ამისთვის ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ENKA-ს საქმეზე კომპენსაციის "ესქროუ ანგარიშზე" დადება არ მოუწევს - პარიზის სააპელაციო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები