მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნამახვანჰესის საპროტესტო აქციის მონაწილეებს კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ - მთავრობა

6083cd1d31050
BM.GE
24.04.21 11:45
939
საქართველოს მთავრობა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობის პირობას აძლევს.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. 

ცნობისთვის: რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მთავრობას 23 აპრილამდე უნდა გაეცა პასუხი “რიონის ხეობის მცველების“ 3 მოთხოვნაზე, რომელიც მათ სახელმწიფოს წარუდგინეს. ესენია: შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები; მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეს “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

„23 მაისს თბილისში აუღებელ აქციებს დავიწყებთ“ - ვარლამ გოლეთიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები