მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მსხვილი ჰესები არ აშენდება, სულ მეზობელი ქვეყნების იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული - ირაკლი ტყებუჩავა

ირაკლი ტყებუჩავა

თუ მსხვილი ჰესების პროექტები არ განხორციელდება, სულ მეზობელი ქვეყნების იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული - ამის შესახებ “გროს ენერჯი ჯგუფის” ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა აცხადებს.

როგორც ტყებუჩავამ BMG-ისთან საუბარში აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველო რეალურად გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, აუცილებელია დღეს ქვეყანაში არსებული დადგმული სიმძლავრე გაორმაგდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ზომის ჰესების პროექტების განვითარება, ეს გვჭირდება როგორც იმპორტის [შემცირების], ასევე სისტემის მდგრადობისთვის, რათა ქსელში მეტი მზის და ქარის სიმძლავრეები ინტეგრირდეს. ეს თუ არ განხორციელდება, გლობალურად სულ ვიქნებით მეზობელი ქვეყნების იმპორტზე. თუ ისეთი მსხვილი პროექტები არ განხორციელდება, [ნენსკრა, ნამახვანჰესი, ხუდონჰესი] ენერგეტიკა სტრატეგიული დარგი ვერ იქნება, ასევე არ გვექნება საექსპორტო ელექტროენერგია. დღეს არსებული ჰესების სიმძლავრეები მინიმუმ უნდა გაორმაგდეს, რათა დარგში მასშტაბური ცვლილებები შევიდეს და ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ენერგოდამოუკიდებელი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის, ნენსკრასა და ხუდონჰესის ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიზნით ინტენსიური მუშაობაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები