მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[ნამოხვანჰესის პროექტის ჩაგდებაში] დამნაშავეები არიან ვითომ დედამიწის ქერქის დამცველები" - მარგებაძე

ENKA

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მარგებაძის განცხადებით, Enka -ს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მოგებულ დავაში დამნაშავეები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მისი თქმით, ექსპერტების ნაწილმა "ნამოხვანჰესის" აშენებას ხელი შეუშალა.

"დამნაშავეები არიან ექსპერტები, ვითომ დედამიწის ქერქის დამცველები , ვითომ მეწყრული სტიქიების დედოფლები და ა.შ. პირველ რიგში, მათთან უნდა მივიდეთ და მაგათ დავუსვათ კითხვები. მახსოვს "მწვანე ალტერნატივა", რომელიც ამ პროექტს ებრძოდა", - განაცხადა გიორგი მარგებაძემ BMG-სთან.

რაც შეეხება ხელისუფლებას. გიორგი მარგებაძეს მიაჩნია, რომ მთავრობას ადამიანების ცნობიერების ამაღლებისთვის მეტად უნდა ემუშავა.

"მთავრობას ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში მეტი უნდა ემუშავა. რა თქმა უნდა, ძალის გამოყენება და ეს უბედურება, რაც დღეს ხდება, არ უნდა მომხდარიყო, თუმცა სხვანაირად შეეძლო. შესაბამისად, სახელმწიფო შეცდომა ის იყო, რომ პროცესი თავიდან არ იყო სწორად დაგეგმილი. ინფორმაცია არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სრულიად მოსახლეობისთვის, ქუთაისის მოსახლეობისთვის, თბილისის, ზესტაფონის და ა.შ. უნდა მიეწოდებინათ, რა მნიშვნელობის არის ჩვენთვის მსგავსი ენერგეტიკული პროექტები", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია აქვეყნებს. საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები