მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაპოლეონის ქუდი პარიზის აუქციონზე რეკორდულ $2.1 მილიონად გაიყიდა

ნაპოლეონის ქუდი

საფრანგეთის გარდაცვლილი იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის ქუდი კვირას, პარიზში გამართულ აუქციონზე რეკორდული 1,932 მილიონი ევროდ გაიყიდა.

აუქციონამდე, აღნიშნული ქუდი 600,000-800,000 ევროდ შეფასდა, თუმცა, მიღწეულმა ფასმა გადააჭარბა 2014 წელს Drouot-ის აუქციონზე ნაპოლეონის ქუდის ფასს, რომელიც 1,884 მილიონ ევროდ გაიყიდა.

აუქციონერის Jeane-Pierre Osenat-ის თქმით, შავი ფერის ქუდი - რომელსაც განმასხვავებელ ნიშნად საფრანგეთის დროშის ფერები აქვს - მსოფლიოში ყველა კოლექციონერის ინტერესი მიიპყრო.

წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ გასაყიდი ფასი გაიზარდა რიდლი სკოტის ფილმის გამოსვლის შემდეგ, რომელიც სწორედ ნაპოლეონის ბიოგრაფიაზე მოგვითხრობს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები