მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება

ანტონიო კონტე ნაპოლის მწვრთნელი გახდება

იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტისა და ტრანსფერების ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება, რომელიც კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კონტეს მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებთან რამდენიმე ფეხბურთელის შენარჩუნება იქნება, რომელთა შორისაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოიაზრება, რომლის ირგვლივაც მწვრთნელი სათამაშო სქემის აგებას გეგმავს.

ინფორმაციას ადასტურებენ იტალიური გამოცემები Corriere dello sport-ი და Gazzeta dello sport-ი, რომელთა ცნობით ანტონიომ ხვიჩას ტრანსფერს ვეტო დაადო და გუნდის პრეზიდენტ, აურელიო დე ლაურენტისთან სწორედ აღნიშნული საკითხი მიმოიხილა.

დე ლაურენტისი აპირებს, რომ კვარაცხელიას წელიწადში 5,5 მილიონი ევრო გადაუხადოს და კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს, თუმცა პარალელურად “პსჟ” მზადაა ქართველი გარემარბის ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყოს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე უკანასკნელად 2021-2023 წლებში “ტოტენჰემ ჰოტსპურსს” წვრთნიდა, როდესაც გუნდი მოტივაციის ნაკლებობაში დაადანაშაულა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები