მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაპოლიში” ნათამაშები წუთების მიხედვით, ყველაზე ნაკლებს ხვიჩა კვარაცხელია გამოიმუშავებს

ხვიჩა კვარაცხელიას წუთობრივი ანაზღაურება

“ნაპოლიში” ნათამაშები წუთების მიხედვით, ყველაზე ნაკლებს ხვიჩა კვარაცხელია გამოიმუშავებს - ამის შესახებ იტალიაში ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომელიც "ნაპოლის" ფეხბურთელების მიერ სათამაშრო დროის მიხედვით გამომუშავებულ თანხებს შეეხებოდა.


კვლევის კრიტერიუმებად ნათამაშები დრო და წლიური ხელფასი არის გათვალისწინებული, რის შედეგადაც ირკვევა, რომ კლუბში ყველაზე ნაკლებს ხვიჩა კვარაცხელიას უხდიან, რომელმაც მიმდინარე სეზონში მოედანზე 3005 წუთი გაატარა და წლიური 1,5 მილიონიანი კონტრაქტიდან გამომდინარე წუთში საშუალოდ 512 ევროს გამოიმუშავებს.

მაგალითისთვის, იანვარში ნაყიდმა ბელგიელმა ლეანდერ დენდონკერმა, რომლის ხელფასიც წელიწადში 2,2 მილიონი ევროა, მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ წუთობრივად მისი ანაზღაურება 129 ათას ევროს აჭარბებს.

“ნაპოლის” ნახევარმცველ დიეგო დემეს მოედანზე მხოლოდ 126 წუთი აქვს გატარებული, ხელფასის სახით 3,2 მილიონ ევროს იღებს და შესაბამისად, საშუალოდ მინდორზე გატარებულ ყოველ წუთში 25 ათას ევროზე მეტს უხდიან.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას შემტევ მეწყვილე, ვიქტორ ოსიმენს, ის განახლებული კონტრაქტის თანახმად წელიწადში 12,8 მილიონ ევროს იღებს, რაც კვირაში 246,5 ათასი ევროა, მოედანზე 1906 წუთი აქვს დაყოფილი და აქედან გამომდინარე წუთში 6726 ევროს მოცულობის სამუშაოს სწევს, რაც ქართველის თანხას დაახლოებით 13-ჯერ აღემატება.

ცნობისთვის, “ნაპოლიში” კვარაცხელიაზე დაბალი ხელფასი მხოლოდ ჰამედ ჟუნიორ ტრაორეს (925 000 ევრო), ნათანს (1.4 მილიონი ევრო), მეორე მეკარე პიერლუიჯი გოლინისა (1.4 მილიონი ევრო) და მესამე მეკარე ნიკიტა კონტინის აქვთ (560 000 ევრო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები