მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე (სარეკი) -უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, საჩხერე (სარეკი) -უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები