მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაქერალას უღელტეხილზე და საჩხერე - შქმერის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა - მიზეზი ინტენსიური თოვაა

რაჭა
26.02.26 19:02
583

ნაქერალას უღელტეხილზე და საჩხერე-შქმერის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი გადაადგილების აკრძალვის მიზეზი ინტენსიური თოვაა.

  • ნაქერალას უღელტეხილი

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

  • საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზა

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები