ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, სოფელ თვალივთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ამ დროისთვის გზის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლზეა შესაძლებელი.
კერძოდ, გზის მე-13 - მე-15 კილომეტრებზე ავტოტრანსპორტი რევერსულად, ანუ მონაცვლეობით, გადაადგილდება. შეზღუდვა გზის მე-14 კილომეტრზე, სოფელ თვალივთან, დაწესდა. ამ მონაკვეთზე გადაადგილების სრულად აღსადგენად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.




























