ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. ქვეყანას 2015 წლიდან აქვს ნარჩენების მართვის კოდექსი, შემოვიღეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპი. რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა, აკუმულატორების და მეორადი საბურავების იმპორტიორ კომპანიებს, მათ ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომ უკვე გადამუშავების ვალდებულება აქვთ. ამ დრომდე ვერ მოხდა ყველაზე მსხვილი, შესაფუთი მასალების ნარჩენების მართვის რეგლამენტის მიღება. რეფორმის პროცესში “ნარჩენების მართვის კოდექსში” შევიდა ცვლილებები და დაწესდა საჯარიმო სანქციებო ნარჩენების მართვის ორგანიზაციებისთვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. როგორ სრულდება ნარჩენების მართვის რეფორმა და რა გამოწვევებია ამ მიმართულებით, სტუმართან ერთად შევაჯამებთ 2024 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით სად ვართ და არის თუ არა კანონის აღსრულება დღეს ერთ-ერთი გამოწვევა?
სტუმარი: გიორგი გულიაშვილი - "საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის" თავმჯდომარე