მალე ფერმერები მანდარინის მოსავლის აღებას დაიწყებენ. ჯერჯერობით ზუსტ შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა ექსპორტიორი კომპანიები წინასწარ პროგნოზებს აკეთებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ არასტანდარტულს მანდარინს მთავრობა წელსაც დაასუბსიდირებს და ცხადია ეს სექტორის შედეგებზე აისახება - როგორი მოლოდინი აქვთ ექსპორტიორებს მოახლოებულ ნარინჯისფერ რთველთან დაკავშირებით და რომელ ქვეყნებში გეგმავენ ექსპორტს?