მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარკოტიკების მოხმარების ხელშემწყობ ფაქტორად 41.5% უმუშევრობას და ფინანსურ პრობლემებს ასახელებს

62aa1c45d3c21
ალა ისპირიანი
16.06.22 16:00
1020
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნარკოდანაშაულთან მიმართებით საქართველოს პრობაციის სისტემის ეფექტიანობაა შეფასებული.

აღნიშნულ კვლევაში საუბარია ნარკოტიკების მოხმარების ხელშემწყობ რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორისაა უმუშევრობა და ფინანსური პრობლემები.
როგორც კვლევიდან ირკვევა, ადამიანების 28,9%-მა ნარკოტიკის მოხმარება იმის გამო დაიწყო, რომ უმუშევარი იყო, ხოლო 12,6%-ს ფინანსური და სოციალური პრობლემები ჰქონდა.

19,4%-თვის მნიშვნელოვანი ფაქტორი სოციალური გარემო, ოჯახი და სამეგობრო წრე აღმოჩნდა, ხოლო 14,3% ნარკოტიკულ საშუალებაზე მარტივ ხელმისაწვდომობას ასახელებს.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი მიზეზების ძიებისას სოციალურ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური მოწყვლადობა, მაგალითად, უმუშევრობა კრიმინალთან გაიგივდეს.

"წარმოდგენილი ინფორმაციები იმის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა არა ვიწროდ სისხლისსამართლებრივი, არამედ თავისი არსით სოციალური საკითხია, სადაც ჩაგვრისა და მარგინალიზების ღრმა ფესვების გამოვლენაა შესაძლებელი. ამგვარად, დანაშაულის გამომწვევი სოციალური ფაქტორების კვლევის მიზანი დანაშაულთან ბრძოლის პარადიგმის შემოტრიალება უნდა იყოს, სადაც რეპრესიული მექანიზმების ნაცვლად, აქცენტი გაკეთდება ზრუნვისა და გაძლიერების პერსპექტივებზე", - ნათქვამია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები