მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ახალი წესი დამტკიცდა

წამალი მედიკამენტი აფთიაქი აბი

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საბითუმო რეალიზაციის ახალი წესი დამტკიცდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 3 ივლისიდან 2025 წლის ოქტომბრამდე იმპორტირებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საბითუმო რეალიზაციაზე თანხმობას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ახალი წესით გასცემს.

კომპანიებმა ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციაზე თანხმობის მოსაპოვებლად, სააგენტოს უნდა წარუდგინონ განაცხადი და ფარმაცევტული პროდუქტის განაწილების გეგმა-გრაფიკი.

განაცხადი უნდა შეიცავდეს ფარმაცევტული პროდუქტის შემძენი ორგანიზაციის შესაბამისი საჭიროების დასაბუთებას და უნდა დაერთოს ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ამ პროდუქტის შეძენის მზაობას.

სააგენტო განაცხადს 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და მოთხოვნას სრულად/ნაწილობრივ ან საერთოდ არ დააკმაყოფილებს.

25 ივნისს, "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიებს აეკრძალებათ და მათ იმპორტი მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.

"იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება. როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტულ კერძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია.

ეს თუ ჩაიკეტება, ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება მათ შორის ფსიქოტროპული აფთიაქების კონტროლი, რეცეპტის გამოწერის კონტროლი. კონტროლის აუცილებლობა დარჩება, კვლავაც აქტუალური იქნება, მაგრამ არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა", - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები