მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარმანია: რეგიონებისთვის გაზის ტარიფები უცვლელი რჩება, შეგვიძლია მოსახლეობას მივულოცოთ

5e09b5f5ed24d
BM.GE
30.12.19 12:29
1074
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზისთვის" 2020-2022 წლების ტარიფების დადგენაზე მსჯელობა დაიწყო.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან სემეკ–ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ტარიფები პრაქტიკულად უცვლელი დარჩება.

„დღეს ჩვენ ვადგენთ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის – „სოკარისა“ და „საქორგგაზისთვის“, სადაც ტარიფები რჩება პრაქტიკულად უცვლელი, ანუ არ გვაქვს ტარიფების ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ ყველა პარამეტრი და მაჩვენებელი დაგვეთვალა, გაგვეკეთებინა შესაბამისი გაანგარიშებები და ამაზე დაყრდნობით ვიღებთ ახალ ტარიფებს და ისევე როგორც თბილისში, ასევე რეგიონში ბუნებრივი აირის ტარიფები უცვლელი რჩება, ასე რომ შეგვიძლია, მოსახლეობას მივულოცოთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დღეს კომისია 6 თვის ვადით დაადგენს ტარიფებს, თუმცა შემდეგ 3 წლით გაახანგრძლივებს.

„დღეს დგება 6 თვის ვადით დროებითი ტარიფები, თუმცა ეს ტარიფები მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი დარჩება და დროებითი ტარიფების დადგენის მიზეზი არის ის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უკვე განხორციელებული ინვესტიციების ასახვა–დადასტურებასთან დაკავშირებით, რომლის დასრულების შემდეგ ეს დროებითი ტარიფი, რაც გვაქვს, მუდმივი გახდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები