მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარმანიას თქმით, მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება

ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა იგეგმება. რამდენით გაიზრდება ტარიფი, ეს 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, მხოლოდ შესაძლოა ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია მუშაობს. ეს სამუშაოებია კომპანიების აუდიტის დასრულება, ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა", - განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ "მთავარში" სტუმრობისას.

სემეკის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ წყლის ტარიფის ზრდა არ იგეგმება. დღეს მოქმედი ტარიფები ასეთია:

თელმიკო:

უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებელთა ტარიფები, (დღგ-ის გარეშე)
საფეხური თეთრი/კვტსთ
3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) 22.582
220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) 25.366
0 კვტსთ-დან 101 კვტსთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) 12.747
101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) 16.147
301 კვტსთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) 19.947
სს "ეპ ჯორჯია მიწოდება"
უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებელთა ტარიფები, (დღგ-ის გარეშე)
საფეხური თეთრი/კვტსთ
3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) 23.627
220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) 24.543
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) 12.484
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) 15.854
301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) 19.684

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები