მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NASA Artemis II-ის ისტორიულ მისიას ხვალ გაუშვებს

artemis II

NASA მთვარის გარშემო პირველ პილოტირებულ მისია Artemis II-ს ხვალ, 1-ელ აპრილს გაუშვებს. 1972 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები დედამიწის თანამგზავრისკენ გაემგზავრებიან. 10-დღიანი მისია, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან დაიწყება, მიზნად ახალი Space Launch System-ის (SLS) რაკეტისა და Orion-ის ხომალდის რეალურ პირობებში გამოცდას ისახავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ეტაპზე მთვარეზე დაჯდომა არ იგეგმება. ეკიპაჟი მხოლოდ მთვარის უკანა მხარეს გადაუფრენს და დედამიწას რეკორდულ მანძილზე დაშორდება. მისიის მეექვსე დღეს ხომალდი მთვარის "ბნელ მხარეს" მიაღწევს, სადაც ასტრონავტები დედამიწასთან კავშირს დროებით დაკარგავენ და უნიკალურ ფოტომასალას გადაიღებენ.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ Artemis II-ის გაშვება თავდაპირველად თებერვალსა და მარტში იგეგმებოდა, თუმცა ტექნიკური შემოწმებების გამო თარიღმა აპრილისთვის გადაიწია. Artemis II-ის წარმატებაზე ახლა მომდევნო მისიების ბედია დამოკიდებული. თუ პროცესი გეგმის მიხედვით არ წავიდა, Artemis IV-ის მისია, რომელიც 2028 წლისთვის არის დაგეგმილი და ადამიანების მთვარის ზედაპირზე დაბრუნებას ისახავს მიზნად, მაღალი ალბათობით, რამდენიმე წლით გადაიდება.

ცნობისთვის, Artemis II-ის ეკიპაჟი ოთხი ასტრონავტისგან შედგება. ესენი არიან: მეთაური რეიდ ვაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. ჰანსენი პირველი კანადელი გახდება, რომელიც მთვარისკენ გაფრინდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები