მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NASA-ს ახალი კოსმოსური სკაფანდრები Prada-ს დიზაინით შეიქმნება

მთვარის მისია

2025 წელს NASA-ს მთვარის მისიისთვის კოსმონავტებს კოსმოსურ სკაფანდრებს იტალიური მოდის სახლი Prada შექმნის, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი luxury დიზაინერია.

Prada სკაფანდრის დიზაინზე კერძო კომპანია Axiom Space-თან ერთად იმუშავებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Prada პროექტს ქსოვილებისა და წარმოების მიმართულებით საკუთარ კომპეტენციას შესძენს. როგორც NASA-ს ასტრონავტმა BBC-ს განუცხადა, Prada-სთვის მსგავსი გამოწვევა პირველი არ არის. მოდის სახლი ტანისამოსს არა მხოლოდ მილანისა მოდის კვირეულისთვის, არამედ სხვადასხვა სპორტული მოვლენისთვის, მათ შორის აშშ-ის ზღვაოსნობის ჩემპიონატისთვისაც ქმნის.

“Prada-ს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან მუშაობის და, შესაძლოა, მან მართლაც დიდი წვლილი შეიტანოს კოსმოსური სკაფანდრის გარე შრის ტექნიკურ განვითარებაში”, - აცხადებს პროფესორი ჯეფრი ჰოფმენი, რომელსაც NASA-ს 5 მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან ასევე აღნიშნა, რომ დიზაინერთან კოლაბორაცია სკაფანდრზე ბოჰემური ორნამენტების გამოსახვას არ ნიშნავს.

“კარგი თერმული გარემოს შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. სკაფანდრი მინიატიურული კოსმოსური ხომალდია, რომელმაც შესაბამისი წნევა უნდა შექმნას, ჟანგბადი მოგაწოდოს და სათანადო ტემპერატურა შეგინარჩუნოს”, - ამბობს ის. 

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Prada სკაფანდრის წარმოებაში ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და დიზაინს გამოიყენებს, რითაც მთვარის ზედაპირის შესწავლას კიდევ უფრო გაამარტივებს. 

სკაფანდრები Artemis 3 მისიისათვის მზადდება, რომელიც პირველი პროექტი იქნება მას შემდეგ, რაც NASA-მ 1972 წელს Apollo 17 მთვარეზე დასვა და ისტორიაში პირველი, რომელსაც ქალი - ქრისტინა კოხი - უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები