მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NASA-ს ტექნოლოგიით მოყვანილ საკვებ მცენარეებზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა - „ჰაი გარდენი“

64108ce04bc11
ალა ისპირიანი
14.03.23 21:35
734
კომპანია „ჰაი გარდენმა“ NASA-ს ტექნოლოგიით საკვები მცენარეების მოყვანა გასულ წელს დაიწყო. როგორც მაშინ Bm.ge -ს კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ გვარაძემ უთხრა, სათბურიდან ყოველ მეორე დღეს 20 კგ მცენარე გადიოდა, ახლა კი მოთხოვნა გაცილებით დიდია.

„ჩვენთან კულინარია უფრო და უფრო ვითარდება და სხვადასხვა სახის მცენარეულ კულტურებზე მოთხოვნა იზრდება. აზიური კულტურებიც მოგვყავს, ის რაც ქართულ ბაზარზე ან არ არის, ან მცირე რაოდენობითაა. გასულ წელთან შედარებით რეალიზაცია გავზარდეთ, შესაბამისად გაზრდილია მოთხოვნა, - კერძოდ, 30%-ით. პროდუქციის რეალიზაციას ჰორეკა მიმართულებით ვახდენთ, თუმცა მომავალში რითეილ მიმართულებითაც გვინდა მუშაობა.

ახლა გაფართოებისთვის ვემზადებით და აგრო სესხის აღებას ვცდილობთ. გაფართოების შემდეგ კი საექსპორტო ბაზრებზეც ვიფიქრებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ გვარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიკრომწვანილის, აზიური მცენარეული კულტურების და ქვეყანაში დეფიციტური სხვა საკვები მცენარეების მოსაყვანად პარტნიორებმა ნიკოლოზ გვარაძემ და ივანე მთიბელიშვილმა 100 000 ევროს ინვესტიცია ამერიკელი ინვესტორისგან გასულ წელს მოიზიდეს და საქართველოში აეროპონიკის სისტემით ვერტიკალური სათბური მოაწყვეს.

კომპანიას პროდუქცია თბილისის მასშტაბით 15-მდე რესტორანში შეაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები